პროექტი ”ჩემი ოჯახის ბარათი”დებულება1

 

ზოგადი მიმოხილვა

 

 

 

”ჩემი ოჯახის ბარათი” შემდგომში  ბარათი, არის შპს ”პსპ აფთიაქი”-ს მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტი. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში გაკეთებული შენაძენები აღირიცხება პლასტიკური ბარათის მეშვეობით და გროვდება ბონუს ქულები - ”ღიმილები”. დაგროვილი ღიმილების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს საჩუქრები პსპ-სგან რომლებსაც შეარჩევს როგორც პსპ-ს სააფთიაქო ასორტიმენტიდან ასევე სპეციალური სასაჩუქრე კატალოგებიდან.

 

 

 

1. ბარათის გაცემა

 

 

 

1.1 ბარათის გაცემა ხდება პსპ-ს აფთიაქებიდან.

 

1.2 ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს  რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის სრულწლოვანი და წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს რომელშიც მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი.

 

1.3 ბარათის გაცემა ხდება პსპ აფთიაქში განხორციელებულ ნებისმიერი ღირებულების შენაძენზე (გარკვეული შეზღუდვების გარდა. იხ. პუნქტები 6.1.1, 6.1.2, 6.1.3) რომლის შესაბამისი ღიმილები დაირიცხება ბარათზე.

 

1.4  1.2 და 1.3 პუნქტების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შპს”პსპ აფთიაქი”-ს თანამშრომელი ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრირებს და გაააქტიურებს პლასტიკურ ბარათს.

 

1.5 მომხმარებელი რეგისტრაციის ანკეტაზე ხელმოწერით ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა).

 

 

 

2. ბარათის მუშაობის პრინციპი

 

 

 

2.1 ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით (გარკვეული შეზღუდვების გარდა. (იხ. პუნქტები 5.1.1, 5.1.2, 5.1.3).

 

2.2 ბარათი არის შპს ”პსპ აფთიაქი”- ს საკუთრება.

 

2.3 ბარათი ანგარიშსწორების საშუალება არ არის, იგი მხოლოდ აგროვებს და ინახავს ინფორმაციას შპს ”პსპ აფთიაქი”-ს სააფთიაქო ქსელში ნაღდი ან საბანკო ბარათებით განხორციელებულ შენაძენებზე.

 

2.4 ბარათის გამოყენება შეიძლება ”პსპ აფთიაქი”-ს სააფთიაქო ქსელში განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე გარკვეული გამონაკლისების გარდა. (იხ. პუნქტები 6.1.1, 6.1.2)

 

2.5 ბარათზე ღიმილების დასარიცხად აუცილებელია შენაძენის განხორციელებისას ბარათი თან იქონიოთ და გადასცეთ აფთიაქის წარმომადგენელს.

 

2.6 ღიმილების დარიცხვა გამოითვლება 0,25 კოეფიციენტით გადახდილი თანხიდან.

 

2.7 ბარათი ინახავს და აჯამებს ნებისმიერ შენაძენს მეათედებამდე სიზუსტით.

 

მაგ: თუ შეძენილ იქნება 4 ლარის ღირებულების პროდუქცია ბარათზე დაირიცხება 1 ღიმილი, შემდეგ შენაძენზე 1 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში 0,25 ღიმილი,  0,8 ლარის შემთხვევაში 0,2 ღიმილი და ა.შ.

 

 აღნიშნული შენაძენები დაჯამდება და ბარათზე დაირიცხება:  1+0,25+0,2= 1,45 ღიმილი.

 

2.8 დაგროვილ ღიმილებს აღრიცხავს შპს ”პსპ აფთიაქი”.

 

2.9 დაგროვილი ღიმილები მომენტალურად აისახება ბარათზე. (გარკვეული გამონაკლისების გარდა იხ. პუნქტი 6.1.3)

 

2.10 შპს ”პსპ აფთიაქი”-ს ყველა აფთიაქში ღიმილები გროვდება ერთნაირად თუ რომელიმე აფთიაქში არ არის რაიმე სახის დამატებითი აქცია, რომლის განხორციელების დროსა და პირობებს განსაზღვრავს შპს ,,პსპ აფთიაქი“.

 

 

 

3. საჩუქრების გაცემა

 

 

 

3.1 დაგროვილი ღიმილების გადაცვლა შესაძლებელია შპს ”პსპ აფთიაქი”-ს მიერ დადგენილ პროდუქციაზე.

 

3.2 სასაჩუქრე ასორტიმენტში შედის სპეციალურ სასაჩუქრე კატალოგებში და ბარათის ვებ გვერდზე: www.card.psp.ge  არსებული პროდუქცია.

 

3.3 ყოველ საჩუქარს შეესაბამება გარკვეული რაოდენობის ღიმილი რასაც განსაზღვრავს შპს ”პსპ აფთიაქი”.

 

3.4 სასაჩუქრე კატალოგიდან საჩუქრის მიღება შესაძლებელია როგორც აფთიაქში შეკვეთის გაკეთებით ასევე ვებ საიტიდან www.card.psp.ge.

 

3.5 ვებ საიტიდან გაკეთებული შეკვეთა და ნებისმიერი ოპერაცია ითვლება ბარათის მფლობელის მიერ გაკეთებულ ქმედებად.

 

3.6 საჩუქრის შეკვეთა-მიღების უფლება აქვს მხოლოდ ბარათის მფლობელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

 

3.7 საჩუქრის შეკვეთა/მიღება დასტურდება სპეციალური დოკუმენტით რომელსაც ხელს აწერს ბარათის მფლობელი.

 

3.8 საჩუქრის შეკვეთის დადასტურებისას ბარათიდან ჩამოიჭრება საჩუქრის/საჩუქრების შესაბამისი ღიმილების რაოდენობა.

 

3.9 საჩუქრის შეკვეთა არ მოხდება თუ ბარათზე არ არის ღიმილების საკმარისი რაოდენობა.

 

3.10 საჩუქრის შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბარათზე დაგროვილი ღიმილების სანაცვლოდ.

 

3.11 შეკვეთის გაუქმება, გაცემული საჩუქრის უკან დაბრუნება და მათ სანაცვლოდ ჩამოჭრილი ღიმილების ბარათის ანგარიშზე დაბრუნება არ ხდება(გარდა წუნდებული პროდუქციისა)

 

3.12 სასაჩუქრე კატალოგში არსებული პროდუქცია ლიმიტირებულია. საჩუქრის გაცემა მოხდება მოთხოვნის მომენტისთვის კატალოგსა და საწყობში არსებული პროდუქციის შესაბამისად.

 

 

 

4. დამატებითი სერვისები

 

 

 

4.1 დამატებითი ბარათი

 

 

 

4.1.1 დამატებითი ბარათის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ ძირითად ბარათზე რეგისტრირებულ პირს.

 

4.1.2 დამატებითი ბარათი დარეგისტრირდება იქნება ძირითად ბარათზე რეგისტრირებულ პიროვნებაზე..

 

4.1.3 დამატებით ბარათზე ქულების დაგროვება შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას რომელსაც განსაზღვრავს ძირითად ბარათზე რეგისტრირებული პირი.

 

4.1.4 დამატებითი ბარათით საჩუქრის შეკვეთა/მიღება შეუძილია მხოლოდ ძირითად ბარათზერეგისტრირებულ პიროვნებას.

 

4.1.5 დამატებითი ბარათის ღირებულება განისაზღვრება 20 ღიმილით.

 

4.1.6 დამატებითი ბარათის მეშვეობით ღიმილების დარიცხვა შესაძლებელია ძირითადი ბარათის ანგარიშზე ანალოგიური პრინციპით როგორც ძირითად ბარათზე.

 

4.1.7 დამატებითი ბარათი შესაძლებელია გაიცეს ძირითად ბარათზე რეგისტრირებული პირის მოთხოვნის შესაბამისად რამდენის აღების საშუალებასაც მისცემს მიმდინარე ღიმილების რაოდენობა.

 

 

 

4.2. დამატებითი გათამაშება

 

 

 

4.2.1 პერიოდულად შპს ”პსპ აფთიაქი” აწყობს დამატებით წამახალისებელ გათამაშებებს ბარათის პროექტში ჩართული მომხმარებლებისთვის

 

4.2.2 გათამაშებაში მონაწილეობის პირობები ბარათის პროექტში ჩართულ მომხმარებლებისთვის ეცნობებათ ყოველ კონკრეტულ გათამაშებამდე.

 

4.2.3 გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ბარათის მფლობელს.

 

 

 

5. ბარათის დაბლოკვა-აღდგენა, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა,

ბარათის გადაფორმება

 

 

 

5.1 ბარათი იბლოკება თუ მასზე არ დაფიქსირდება ტრანზაქცია მისი დარეგისტრირებიდან 1 წლის (365 კალენდარული დღის) განმავლობაში.

 

5.2 ბარათი დაიბლოკება და მასზე დაგროვილი ღიმილები ანულირდება, იმ შემთხვევაში თუ ბარათების მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნება ბარათის არასანქცირებული ან/და არამართლზომიერი მოხმარება.

 

5.3 დაბლოკილი ბარათის აღსადგენად (მხოლოდ 5.1 შემთხვევაში დაბლოკილი) საჭიროა ბარათის მფლობელმა შეავსოს სპეციალური განაცხადი შპს ”პსპ აფთიაქი”-ს ნებისმიერ აფთიაქში და ბარათზე ირიცხებოდეს მინიმუმ 30 ღიმილი.

 

5.4 დაბლოკილი ბარათის აღდგენის საფასური 30 ღიმილია გარდა 5.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

5.5 თუ დაბლოკილ ბარათზე არ ირიცხება მინიმუმ 30 ღიმილი ბარათის აღდგენა/გააქტიურება არ მოხდება.

 

5.6 დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღსადგენად აუცილებელია ბარათის მფლობელმა შეავსოს სპეციალური განაცხადი შპს ”პსპ აფთიაქი”-ს ნებისმიერ აფთიაქში.

 

5.7 დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენის საფასური 10 ღიმილია.

 

5.8 შპს ”პსპ აფთიაქი”-ს აფთიაქებში შევსებული განაცხდის საფუძველზე დაბლოკილი, დაზიანებული ან დაკარგული ბარათის სანაცვლო ბარათის გაცემა მოხდება მომენტალურად ხოლო დაგროვილი ღიმილების გადმორიცხვა 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

5.9 ბარათის მფლობელს შეუძლია თავისი ბარათი გადააფორმოს სხვა სრულწლოვან მოქალაქეზე.

 

5.10 ორი სხვადასხვა ბარათის ღიმილების გაერთიანება და ერთ ბარათზე დარიცხვა შესაძლებელია ორივე ბარათის მფლობელის თანხმობის შემთხვეევაში, თუმცა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ბარათი დაიბლოკება.

 

5.11 ბარათის მფლობელის გადაცვალების შემთხვევაში ბარათის გადაფორმება ხდება ბართის მფლობელის სამკვიდრო მოწმობის და მემკვიდრის მიერ შევსებული სპეციალური განაცხადის საფუძველზე.

 

5.12 ერთი ბარათიდან მეორეზე ქულების გადარიცხვა არ ხდება.

 

 

 

6. შეზღუდვები

 

 

 

6.1.1 ბარათზე ქულები არ დაირიცხება სადაზღვევო პოლისით განხორციელებული შენაძენისას.

 

6.1.2 ბარათზე ქულები არ დაირიცხება შეძენილ მედიკამენტებზე სასაქონლო ზედნადების მოთხოვნისას.

6.1.3 ბარათზე ქულები არ დაირიცხება სხვადასხვა ფასდაკლების აქციებით სარგებლობის შემთხვევაში.

 

6.1.4 ბარათზე დარიცხული ქულები მომენტალურად არ აისახება თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ღიმილები ანგარიშზე აისახება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

6.1.5 წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს ,,პსპ აფთიაქი“-ს მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება ბარათების პროექტში ჩართული მომხმარებლებისთვის.

 

 

 

7. საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

 

შპს ”პსპ აფთიაქი”-ს ბარათების სამსახური

 

ტელ: 2-40-20-20

 

ელ.ფოსტა:  card@psp.ge

 

 

 

 

 

შპს “პსპ აფთიაქის” დირექტორი

 

 

 

კახაბერ ფანჩულიძე

PSP–ს საჩუქრების კატალოგი!
PSP-ს 24 საათიანი ონლაინ აფთიაქი! მედიკამენტები სპეციალურ ფასად ყოველდღე!...
PSP-ს მორიგი წამახალისებელი გათამაშება დაიწყო!