• როგორ მივიღო ბარათი?

 

ბარათის მიღება შეგიძლიათ თუ ბრძანდებით სრულწლოვანი და გააკეთებთ შენაძენს პსპ-ს აფთიაქში. ბარათის მისაღებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 


 

  • შეიძლება თუ არა დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა და თუ დამიბრუნდება დაგროვილი ღიმილები?  

 

დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღსადგენად ბარათის მფლობელმა განაცხადი უნდა შეავსოს პსპ-ს აფთიაქში. ბარათის აღდგენის საფასური 10 ღიმილია და მასზე დაგროვილი ქულები გადმოირიცხება ახალ ბარათზე (10 ღიმილის გამოკლებით). თუ ბარათზე არ არის 10 ღიმილი მაშინ ბარათის აღდგენა არ მოხდება.

 


 

  • რა შემთხვევაში იბლოკება ბარათი?

 

ბარათი ავტომატურად იბლოკება თუ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში  მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მასზე არ განხორციელდება ტრანზაქცია (შესყიდვა).

 


  

  • შესაძლებელია თუ არა დაბლოკილი ბარათის აღდგენა?

 

დაბლოკილი ბარათის აღსადგენად ბარათის მფლობელმა პსპ-ს აფთიაქში უნდა შეავსოს განაცხადი. დაბლოკილი ბარათის აღდგენის საფასური 30 ღიმილია. თუ ბართზე არ არის მინიმუმ 30 ღიმილი აღდგენა არ მოხდება.

 


 

  • რა ხდება ბარათის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში?

 

ბარათის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში მფლობელის მემკვიდრემ უნდა წარადგინოს სამკვიდრო, გარდაცვალების  და საკუთარი პირადობის მოწმობები. ამ შემთხვევაში ბარათი გადაფორმდება ბარათის მფლობელის მემკვიდრეზე. 

 


 

  • შეიძლება თუ არა ბარათის სხვის სახელზე გადაფორმება?

 

ბარათის სხვის სახელზე გადასაფორმებლად პსპ-ს აფთიაქში ან ბარათების სამსახურის სერვის-ცენტრში უნდა გამოცხადდნენ ბარათის მფლობელი და ის პიროვნება რომელზედაც უნდა გადაფორმდეს ბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით. განაცხადის შევსების შემდეგ მოხდება ბარათის გადაფორმება.

 


 

  • შეიძლება თუ არა ორი ბარათის გაერთიანება ან ერთი ბარათიდან მეორეზე ქულების გადარიცხვა?

 

ბარათიდან ბარათზე ქულების გადარიცხვა არ ხდება. ბარათების გაერთიანება შესაძლებელია თუმცა გაერთიანების შემთხვევაში ერთ-ერთი ბარათი დაიბლოკება და აღდგენას აღარ დაექვემდებარება. ამისათვის ბარათის მფლობელები უნდა გამოცხადდნენ პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით და შეავსონ შესაბამისი განაცხადი.

 


 

  • სად შეიძლება ღიმილების სანაცვლოდ საჩუქრის მიღება? 

 

საჩუქრის მიღება შეგიძლიათ პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში, მომენტალურად განსაზღვრული სააფთიაქო პროდუქციიდან ან შეუკვეთოთ სასაჩუქრე კატალოგიდან რომელსაც მიიღებთ რამოდენიმე დღეში.

 


  

  • შეიძლება თუ არა საჩუქრის მისაღებად არასაკმარისი ღიმილების შემთხვევაში თანხის დამატება?

 

ასეთი მომსახურეობა ბარათს არ აქვს.

 

 

PSP–ს საჩუქრების კატალოგი!
PSP-ს 24 საათიანი ონლაინ აფთიაქი! მედიკამენტები სპეციალურ ფასად ყოველდღე!...
PSP-ს მორიგი წამახალისებელი გათამაშება დაიწყო!