ჩემი ოჯახის ბარათი

 

   ”ჩემი ოჯახის ბარათი” არის დაგროვებითი ბარათი, რომელზეც მომხმარებელი პსპ-ს აფთიაქში შეძენილი პროდუქციით აგროვებს ღიმილებს. (აფთიაქების ჩამონათვალი) ღიმილების დაგროვება შესაძლებელია ნებისმიერი შეძენილი პროდუქციით. ბარათზე დაგროვილი ღიმილების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს საჩუქრები პსპ-სგან რომლებსაც შეარჩევს როგორც პსპ-ს სააფთიაქო ასორტიმენტიდან ასევე სპეციალური სასაჩუქრე კატალოგებიდან.

   დაგროვილი ღიმილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

   -როგორ მივიღოთ ”ჩემი ოჯახის ბარათი”?

   PSP-ს აფთიაქებში განხორციელებულ ნებისმიერი ღირებულების შენაძენზე ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ”ჩემი ოჯახის ბარათი”. 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

   -როგორ დავაგროვოთ ღიმილები? 

ბარათზე ღიმილების დასარიცხად აუცილებელია შენაძენის განხორციელებისას ბარათი თან იქონიოთ და გადასცეთ აფთიაქის წარმომადგენელს. ღიმილების დარიცხვა გამოითვლება 0,25 კოეფიციენტით გადახდილი თანხიდან და ჯამდება მეათედებამდე სიზუსტით.

მაგ: 

თუ შეძენილ იქნება 4 ლარის ღირებულების პროდუქცია ბარათზე დაირიცხება 1 ღიმილი, შემდეგ შენაძენზე 1 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში 0,25 ღიმილი, 0,8 ლარის შემთხვევაში 0,2 ღიმილი და ა.შ.

 აღნიშნული შენაძენები დაჯამდება და ბარათზე დაირიცხება:  1+0,25+0,2= 1,45 ღიმილი.

 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

   -როგორ მივიღოთ საჩუქრები?

   საჩუქრის მისაღებად მიაკითხეთ პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქს ან საიტზე განთავსებული სასაჩუქრე კატალოგიდან შეარჩიეთ მაღალი ხარისხის საჩუქრები და პრიზები მთელი ოჯახისთვის. თითოეულ საჩუქარს შეესაბამება გარკვეული რაოდენობის ღიმილი. არჩეულ საჩუქარს მიიღებთ ”ჩემი ოჯახის ბარათზე” დაგროვილი ღიმილების სანაცვლოდ.

   წელიწადში ოთხჯერ პსპ აწყობს დამატებით გათამაშებებს ”ჩემი ოჯახის ბარათის” იმ მფლობელებს შორის რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტული გათამაშების პირობებს. პსპ მომხმარებლებს გათამაშების პირობებს აცნობს გათამაშების წინა პერიოდში, სადაც შანსი გაქვთ მოიგოთ გრანდიოზული პრიზები (ბინა, ავტომანქანა, ხელფასი 1 წლის განმავლობაში). 

 _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

   -როგორ მოვიქცეთ ბარათის დაბლოკვის/დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში?

   დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში მომხმარებლმა უნდა მიაკითხოს პსპ- ნებისმიერ აფთიაქს, თან იქონიოს პირადობის მოწმობა, მოითხოვოს ბარათი და დაწეროს განცხადება. ბარათი მოთხოვნისთანავე გადაეცემა მომხმარებლს, ხოლო განაცხადის დაწერიდან 3 სამუშაო დღის  ვადაში ძველ ბარათზე დაგროვლი ღიმილები გადმოერიცხება ახალ ბარათზე. 1 წლის გამოუყენებლობის შემთხვევაში ბარათი იბლოკება და მისი აღდგენის საფასური 30 ღიმილი, ხოლო დაკარგული/დაზიანებული ბარათის აღდგენის საფასური 10 ღიმილია.

 

PSP–ს საჩუქრების კატალოგი!
PSP-ს 24 საათიანი ონლაინ აფთიაქი! მედიკამენტები სპეციალურ ფასად ყოველდღე!...
PSP-ს მორიგი წამახალისებელი გათამაშება დაიწყო!