2023 წლის 22 აპრილს გასამართი გათამაშების პირობები

 

2023 წლის 22 აპრილის წამახალისებელი გათამაშების წესები და პირობები

 

  გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ბილეთების გაცემა მოხდება შპს ”პსპ ფარმა”-ს აფთიაქებიდან. 2023 წლის 22 აპრილის გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყება 2022 წლის 3 ოქტომბერს,  ხოლო ბილეთების  გაცემის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. ბილეთების გაცემა აღირიცხება სპეციალურ პროგრამაში სადაც რეგისტრირებულია „ჩემი ოჯახის ბარათი“-ში ან „მშობლის ბარათი“-ში გაწევრიანებული ყველა მომხმარებელი. 

 ბილეთი არის ორ ნაწილიანი და გადაეცემა მომხმარებელს რომლის ერთი ნაწილი რჩება მომხმარებელთან, ხოლო მეორე ნაწილი(რომელზედაც არის მითითებული „მოათავსეთ აფთიაქში დამონტაჟებულ წამახალისებელი გათამაშების დალუქულ ყუთში“) მომხმარებელმა უნდა ჩააგდოს აფთიაქებში დამონტაჟებულ წამახალისებელი გათამაშების სპეციალურ დალუქულ ყუთში და საბოლოოდ ამ ყუთებში დაგროვილი ბილეთები გაერთიანდება ერთ დოლურაში  რომლითაც ჩატარდება გათამაშება.

ბილეთის დალუქულ ყუთში მოთავსებაზე შპს პსპ ფარმა პასუხს არ აგებს.  ბილეთი გადაეცემა მომხმარებელს რათა თავად მოათავსოს დალუქულ ყუთში

 გათამაშება ჩატარდება დოლურის  პრინციპით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურიდან შემთხვევით ამოღებული ბილეთების მეშვეობით.

 გათამაშების შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს შპს ”პსპ ფარმა”-ს აფთიაქებში, სატელევიზიო რეკლამიდან, ”ჩემი ოჯახის ბარათის” და პსპ-ს ინტერნეტ საიტებს მეშვეობით        (www.card.psp.ge ).

 

 გათამაშების ბილეთის გაცემის პირობები:

1. მომხმარებელმა განახორციელოს შპს ”პსპ ფარმა”-ს სააფთიაქო ქსელში ან ონლაინ საიტზე  www.psp.ge, მინიმუმ 10 ლარის ღირებულების შენაძენი რომელიც დაფიქსირდება მომხმარებლის სახელზე რეგისტრირებულ ბარათზე (პროექტ „ჩემი ოჯახის ბარათი“-ს  და „მშობლის ბარათი“ პირობების შესაბამისად). ყოველ ასეთ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს გათამაშების ერთი ბილეთი (ბილეთის სანაცვლოდ მომხმარებელს ბარათზე დარიცხული ქულები არ ჩამოეჭრება)

2. შპს ”პსპ ფარმა”-ს სააფთიაქო ქსელში მომხმარებელს შეუძლია გადაცვალოს მის „ჩემი ოჯახის ბარათის“ ან „მშობლის ბარათის“ საბარათე ანგარიშზე დაგროვილი ყოველი 10 ღიმილი (ქულა) წამახალისებელი გათამაშების 2 ბილეთზე (ამ შემთხვევაში ბარათის ანგარიშიდან დაგროვილი ქულები ჩამოიჭრება)

 

ბილეთებისგაცემისმაგალითი:

 

დახარჯული თანხა 

 ბილეთების რაოდენობა

10 ლარი

1

20 ლარი

2  (ყოველ 10 ლარზე 1 ბილეთი)

50 ლარი

5  (ყოველ 10 ლარზე 1 ბილეთი)

 ჩამოჭრილი ღიმილი 

ბილეთების რაოდენობა

10 ღიმილი

2 ბილეთი

20 ღიმილი 

4 ბილეთი

50 ღიმილი

10 ბილეთი

                               

 

                         

* გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. მომხმარებელს გათამაშების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება PSP-ს აფთიაქებიდან,ინტერნეტ საიტებიდან, სატელევიზიო და ბეჭდვითი რეკლამის მეშვეობით.

 

 

2023 წლის 22 აპრილის გათამაშება შედგება შემდეგის ცენარით:

 

პრიზები გათამაშდება ლოტოტრონიდან ამოღებული თითო ბილეთის მიხედვით. 

პირველპრიზადგათამაშდება - 50 000 ლარი

მეორეპრიზადგათამაშდება -   100 000 ლარი

მესამეპრიზადგათამაშდება  -  150 000 ლარი

 

შევეცდებით პირდაპირ ეთერში ტელეფონის მეშვეობით დავუკავშირდეთ სამივე პრიზის გამარჯვებულს „ჩემი ოჯახის ბარათი“-ს ან „მშობლის ბარათი“-ს რეგისტრაციისას მის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერზე. თუ 3 ცდის შემდეგ ვერ მოხერხდა დაკავშირება მაშინ გამარჯვებულს პირდაპირ ეთერში აღარ დავურეკავთ. იმის მიუხედავად დავუკავშირდებით თუ არა ბილეთის მფლობელს პირდაპირ ეთერში, ბილეთი მაინც ითვლება გამარჯვებულად.

მონაცემების შევსებისას მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებულ ტელეფონის ნომერზე შპს ”პსპ ფარმა” პასუხს არ აგებს.

 

*ერთი მომხმარებელი იმის მიუხედავად თუ რამდენი ცალი ბილეთი ექნება შესაძლებელია გახდეს მხოლოდ ერთი პრიზის მფლობელითუ ერთხელ გამარჯვებული მომხმარებლის ბილეთი ამოვა მეორედაც მაშინ მოხდება გადათამაშება და სხვა ბილეთის ამოღება

 

 

 

პრიზების გაცემა დაპრეტენზიების განხილვა

გათამაშების პრიზები გაიცემა და პრეტენზიები განიხილება გათამაშების ჩატარებიდან 30(ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. პრიზების გაცემა მოხდება გამარჯვებული პიროვნების გამოცხადებიდან 6 დღის განმავლობაში. პრიზების გაცემა მოხდება შპს ”პსპ ფარმა”-ს ოფისიდან. მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის 148. 

პრიზების მისაღებად გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს:

1. პირადობის მოწმობა ან პასპორტი

      

       გამარჯვებული ბილეთის წარდგენა სავალდებულო არ არის

 

*პრიზი გაიცემა მხოლოდ გამარჯვებული ბილეთის მფლობელზე და/ან იმ პიროვნებაზე რომელსაც საბუთების წარდგენის მომენტში ექნება გამარჯვებული ბილეთის მფლობელის გენერალური მინდობილობა. 

** 2023 წლის 22 აპრილის გათამაშების შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 23 აპრილს შემდეგი საშუალებებით: 

• შპს ”პსპ ფარმა”-ს აფთიაქებში

• ”ჩემი ოჯახის ბარათის” და პსპ-ს ინტერნეტ საიტებზე  www.card.psp.ge 

 

• გათამაშების შესახებ ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია ტელეფონზე 240-20-20