კულინარიის ენციკლოპედია

საქართველოში პირველად გამოდის კულინარიის ილუსტრირებული ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს სამზარეულოსთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საკითხს. როგორ შევარჩიოთ კერძისათვის საკვები პროდუქტი და როგორ შევინახოთ? როგორ მოვამზადოთ კერძი ისე, რომ არ დაიკარგოს მასში არსებული საკვები ნივთიერებები? იყოს გემრიელი, არომატული და კარგად გაფორმებული? როგორ გავაწყოთ მაგიდა? რომელ წვეულებაზე რა კერძი მოვამზადოთ? რას ნიშნავს ჯანმრთელი კვება? ამ და უამრავ სხვა თემებზე უამრავ რჩევას იპოვით ამ წიგნში, რომელიც უდავოდ დაიკავებს მთავარ ადგილს თქვენს სამზარეულოში.