პის ცხოვრება

წყნარ ოკეანეში გემის ჩაძირვას გადარჩენილი 16 წლის ინდოელი ბიჭი ბენგალურ ვეფხვთან ერთად მაშველ ნავზე აღმოჩნდება. აქედან იწყება ხანგრძლივი და მღელვარე თავგადასავალი, რწმენის, მეცნიერული ცოდნის, იუმორისა და გაბედულების საინტერესო ნაზავი, რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს. 2002 წელს ცნობილი ბრიტანული ლიტერატურული პრემია „მენ ბუკერის“ ჟიურიმ „პის ცხოვრებას“ საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის ტიტული მიანიჭა. სერია „კინობიბლიოთეკა“ იმ წიგნებს მოიცავს, რომელთა ეკრანიზაციებმაც დიდ წარმატებას მიაღწია. იან მარტელის რომანის მიხედვით ამერიკელმა რეჟისორმა ენგ ლიმ მხატვრული ფილმი გადაიღო. 2013 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალზე „პის ცხოვრება“ 4 „ოსკარით“ დააჯილდოვეს.