50 საოცარი ფოკუსი
ჩემი პირველი ფოკუსების წიგნი მშვენიერი სასაჩუქრე კომპლექტია. მას მოჰყვება თითქმის ყველაფერი, რაც დასჭირდებათ ბავშვებს 50 საოცარი ფოკუსის ჩასატარებლად: წიგნი, სატრიუკო კარტები, ჯადოსნური რგოლები, სათამაშო კარტი, ჯადოსნური ჭიქები და ჯადოსნური თავსახური; რამდენიმე უბრალო ნივთი კი, სახლშიც შეუძლიათ იპოვონ. ამ  შესანიშნავი საჩუქრით ბავშვები თავისუფალ დროს შინაარსიანად და საინტერესოდ გაატარებენ; ისწავლიან არაჩვეულებრივ ფოკუსებს, ხელის სისწრაფითა და დახვეწილი ტრიუკებით კი მეგობრებსა და ოჯახისწევრებს გააოცებენ. მოკლედ, თავადაც გაერთობიან და სხვებსაც გაართობენ.
 
ზომა: 19.7*19.7 სმ