მაწანწალა რასმუსი

მაწანწალა რასმუსი ერთი უდედმამო ბიჭია, რომელიც ვესტერჰაგის თავშესაფარში ცხოვრობს და სულ იმაზე ოცნებობს, როდის ეყოლება მზრუნველი მშობლები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ უმართლებს, აი, ახლაც ვესტერჰაგაში შვილის ასაყვანად მოსულმა ცოლ-ქმარმა მას ხუჭუჭთმიანი გოგონა ამჯობინა... ჰოდა, ღამით, როცა ყველას ეძინა, რასმუსი თავშესაფრიდან გაიპარა. ბიჭუნა მაწანწალა ოსკარს გადაეყარა, რომელიც გარმონზე დაკვრითა და სიმღერით ირჩენდა თავს და მასთან ერთად დაიწყო ხეტიალი: ხან ღია ცის ქვეშ ეძინათ, ხან – ფარდულში, ხან სად და ხან სად...

ყდა: რბილი

გვერდები: 216