ჩრდილოეთის ციალი

ლაირა და მისი დაიმონი, პანტელეიმონი, ოქსფორდში იორდან კოლეჯის სწავლულთა შორის უდარდელად ცხოვრობენ. თუმცა, მას დაბადებიდან სხვა რამ უწერია. მოტაცებული მეგობრის დასაბრუნებლად სახიფათო მოგზაურობას იწყებს ყინულოვანი ჩრდილოეთისკენ.  ეს კი ენით აღუწერელ გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც მის სამყაროს ბევრად ცდება.

„ჩრდილოეთის ციალი" „ოქროს კომპასის" ტრილოგიის პირველი წიგნია. 2003 წელს ინგლისელების საუკეთესო საკითხავი წიგნების სამეულში შევიდა, 2005 წელს საბავშვო ლიტერატურაში უმაღლესი, ასტრიდ ლინდგრენის პრემია მოიპოვა, 2007 წელს კი ამ ტრილოგიის პირველი წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი სახელწოდებით "ოქროს კომპასი".