როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი ბავშვი, ანუ როგორ გავხდეთ "ზარმაცი დედა"

რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული სტატია "რატომ ვარ ზარმაცი დედა" დღემდე ძალიან პოპულარულია ინტერნეტსივრცეში. მან მოიარა მშობლების ყველა ცნობილი ფორუმი; გამოიწვია კამათისა და განხილვის ქარიშხალი. აღმოჩნდა, რომ დღეს ძალიან ბევრს ადარდებს დამოუკიდებელი შვილების თემა და ახალგაზრდა თაობის ინფანტილურობის პრობლემა. ბავშვები არ არიან დამოუკიდებელნი, თუ ეს ხელსაყრელია მშობლებისთვის.

ამ წიგნიდან თქვენ გაიგებთ:

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარ საწოლში ძილი,

სათამაშოების ალაგება და ჩაცმა;

როდის ჯობს ბავშვის დახმარება და როდის შევიკავოთ თავი;

როგორ გამოვრთოთ საკუთარ თავში დედა–პერფექციონისტი;

რატომაა საშიში ჰიპერმზრუნველობა და როგორ ავიცილოთ თავიდან იგი;

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ამბობს: "მე ეს არ შემიძლია";

როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა;

რას გულისხმობს ქოუჩინგის მეთოდი.

ზომა: 14*19

გვერდები: 260