Maid in Tiflis

აკა მორჩილაძის Maid in Tiflisi ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

 

თორმეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად და ჩვეულებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს.

 

აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის და ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.

 

ყდა: რბილი
გვერდები: 523
ფორმატი: 13*19.5