გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია

პოლიციის მიერ სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სალანდერი, რომელიც საკუთარმა მამამ თავში დაჭრა, პოლიციისავე განკარგულებით, სოლგრენსკას საავადმყოფოში სრულ კარანტინშია. ჰაკერ გოგონას "კრაზანების ბუდესთან" საბრძოლველად ერთადერთი იარაღი აქვს – საკუთარი პალმტოპი. 

კვანძი იხსნება – ლიზბეთ სალანდერს შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, "სეპოში", არსებული საიდუმლო ანალიზის "სექცია" ღიად უპირისპირდება; უსაფრთხოების სამსახური ორ ბანაკად იყოფა: სალანდერის მტრებად და მეგობრებად. პოლიციის მიერ სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სალანდერი კი, რომელიც საკუთარმა მამამ თავში დაჭრა, პოლიციისავე განკარგულებით, სოლგრენსკას საავადმყოფოში სრულ კარანტინშია. ჰაკერ გოგონას "კრაზანების ბუდესთან" საბრძოლველად ერთადერთი იარაღი აქვს – საკუთარი პალმტოპი.


"გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია" მესამე და ბოლო ნაწილია ე. წ. "მილენიუმის ტრილოგიისა" – შვედური დეტექტივისა, რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა. გამოცემიდან დღემდე ტრილოგიის 70 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

 

ყდა: რბილი

გვერდები: 648

ფორმატი: 14.5*21.5