შავი წიგნი

ეს არის წიგნი ყველასთვის, ყველასა და ყველაფერზე. მასში ყოველი მკითხველი აღმოაჩენს რაღაცას თავისას და თავისთვის, რაზეც პასუხი მანამდე ვერსად ეპოვა. აქ ზოგი დაკარგულ სიყვარულს დაეძებს, ზოგი – საკუთარ თავს; ზოგს ეკოლოგიური პრობლემები ადარდებს, ზოგს – თვითმყოფადობის დაკარგვა; ზოგი დასავლური კინოს ძალადობას აპროტესტებს, ზოგს ოდესღაც ძლიერი ქვეყნის დაკნინება სტკენს გულს... ორჰან ფამუქის „შავი წიგნი“ ყველას ეხმიანება – ეს პრობლემები მის სამშობლოშიც ისევე აქტუალურია, როგორც ზოგადად მთელ მსოფლიოში. 

თუმცა ეს ის პრობლემებია, რომლებიც უბრალოდ რომანის ზედაპირზე დევს და რომელთა ამოკითხვას ზედმეტი ჩაღრმავება არ სჭირდება. სინამდვილეში ნაწარმოები არაერთი ურთულესი პლასტისგან შედგება, რომელთა აღმოჩენა და გაანალიზება მკითხველისთვის მიგვინდვია.

 

ყდა: რბილი

გვერდები: 446

ფორმატი: 14.5*21.5