იგავ-არაკები
ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან საბა-ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი კრებულიდან „სიბრძნე სიცრუისა“. მართალია, „სიბრძნე სიცრუის“ არაკები ერთ მთლიან მოთხრობაშია ჩართული, მაგრამ თითოეული მათგანი ამავე დროს დამოუკიდებელი, სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოებიცაა საკუთარი შინაარსითა და იდეური გააზრებით, რაც მათი შერჩევისა და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადამუშავების საშუალებას იძლევა. 

სულხან-საბას თხრობის სტილი რომ არ დარღვეულიყო, კრებულში შეტანილ 59 იგავში მხოლოდ არქაული სიტყვებია შეცვლილი და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული ლაკონურობა, ფრაზები და გამომსახველობითი საშუალებები უცვლელადაა შენარჩუნებული. 
წიგნი გაფორმებულია ფერადი, ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის..

ყდა: რბილი

გვერდები: 144

ფორმატი: 14.5*21.5