მაიას კალენდარი

მაიას კალენდართან დაკავშირებით ბევრი რამ დღემდე ბუნდოვანია. ერთი რამ კი ფაქტია, რომ მაიას ტომების კალენდარი სრულიად განსხვავდება ჩვენი კალენდრული სისტემისგან. იგი არა მხოლოდ დედამიწის დროის ერთხაზოვან ქრონოლოგიას წარმოგვიდგენს, არამედ ამ დროის კავშირს ცნობიერებასთან. სწორედ ეს თემა დაუდო საფუძვლად ავტორმა ამ წიგნს, რომელშიც მოზარდები არქეოლოგიურ გათხრებზე დაშვებული შეცდომის გამო, სოციალური გარემოდან  `ამოხტებიან~ და კალენდრის უკანა მიმართულებით იწყებენ ცხოვრებას. მწერალი ოსტატურად აღწერს, თუ როგორ შეცვალა მოზარდების ხასიათი საერთო პრობლემამ. მოქმედება სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის ნაცნობ გარემოში მიმდინარეობს და საოცრად მიმზიდველად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

ყდა: რბილი

გვერდები: 252

ფორმატი: 14.8/21