სამაგიდო თამაში - ზოოტრივია

საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში ზოოტრივია - თამაშობს ორი, ან სამი წყვილი. დასურათებულ ბარათებს ირჩევს ყველა მოთამაშე და სურათით დანარჩენებისკენ იდებს შუბლზე ისე, რომ თვითონ ვერ ხედავს თუ რომელი ბარათი შეხვდა. რამდენიმე წამის შემდეგ მოთამაშეები დებენ ბარათებს მაგიდაზე. ყველას უნდა ახსოვდეს ვის რა შეხვდა. არ ხედავენ მხოლოდ თავის ბარათს. ამის შემდეგ, რიგრიგობით, ყველა მოთამაშეს თავის მეწყვილე მიანიშნებს წითელი 3 კოჭით სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით. მოთამაშეები შეზღუდული არ არიან და შეუძლიათ ყველა მინიშნება ერთი ზონიდან აირჩიონ, ან გამოტოვონ რაც თავად მიაჩნიათ საჭიროდ. გამოცნობის შემთხვევაში წყვილი იღებს 2 ქულიან (წითელ) მონეტას. თუ მოთამაშე ჩათვლის, რომ 3 მინიშნება არასაკმარისია, შეუძლია მოითხოვოს და დაიმატოს მე-4 ყვითელი ფერის. ასეთ შემთხვევაში გუნდი იღებს 1 ქულიან, ყვითელ მონეტას. თუ ბარათის ამობრუნებისას არასწორი პასუხი დაფიქსირდა, გუნდი ვერ იღებს ქულას.
ამის შემდეგ სვლა გადადის შემდეგ წყვილზე და ა.შ. ამ დროისთვის გუნდის წევრს უნდა ახსოვდეს თავისი მეწყვილის ბარათი. თუ არ ახსოვს, თავისთავად, ვერც მიანიშნებს და ქულასაც ვერ აიღებენ.
როდესაც წრე დატრიალდება,გუნდს აქვს 4/3/2/1 ან არც ერთი ქულა. მერე ისევ ირევა ბარათები და თავიდან რიგდება.
საბოლოოდ, დაითვლება ქულები და გამოვლინდება გამარჯვებული წყვილი.

 

ყდა: მაგარი (ყუთით)