ექიმი აიბოლიტი

ეს არის წიგნი კეთილ ექიმზე, რომელსაც 60 წელზე მეტია გატაცებით კითხულობენ ბავშვები. ზღაპარი ადვილად იკითხება და შესაბამისად, ბავშვებიც ადვილად იმახსოვრებენ. ეს ზღაპარი ავითარებს ბავშვის ფანტაზიასა და თვალსაწიერს. ბავშვები ვერც კი ამჩნევენ, როგორ ითვისებენ ავტორის კარგ რჩევებს. ზოგჯერ მშობლის რჩევის მოსმენა ბავშვს მოსაწყენად ეჩვენება, მაგრამ თუ რჩევას ლომი აძლევს, ეს სულ სხვა რამეა. ზღაპარს ხომ ბავშვის არა მხოლოდ გონებრივი განვითარება, არამედ მისი საქციელის შეცვლაც შეუძლია!