ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბავშვებო, თუ ბარონი მიუნჰაუზენი ამბობს, რომ ყუმბარაზე ამხედრებული დაფრინავდა, ესე იგი ასეც იყო. იცით თუ არა, რომ  ყველაზე მართალი ადამიანი დედამიწაზე ნამდვილად არსებობდა? დიახ, ბარონი მიუნჰაუზენი ნამდვილად ცხოვრობდა მე-18 საუკუნის გერმანიაში. ის მდიდარი ოჯახიდან იყო და ახალგაზრდობაში ერთხანს რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთ-თურქეთის ომშიც მონაწოლეობდა. ომის დამთავრების შემდეგ ის გერმანიაში  დაბრუნდა. მას ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები, რომლებსაც თავის თავგადასავალს უამბობდა. რასაკვირველია, ის დიდი ფანტაზიორი ვინმე იყო და ნამდვილ ამბებს ალამაზებდა. მალე სახელი გაითქვა, როგორც მახვილგონიერმა და მჭევრმეტყველმა პიროვნებამ.  მისმა ისტორებმა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, როდესაც გერმანელმა მწერალმა ერიხ რასპემ ისინი დაამუშავა და წიგნად გამოსცა. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ძალზე ტრაბახა ადამიანს `მიუნჰაუზენას~ ეძახიან ხოლმე. და მაინც: ვინ იყო მიუნჰაუზენი? რა ჰქონდა მას სატრაბახო? როგორ მოაგებინა ომი ინგლისელებს? როგორ გადაურჩა აშკარა დახრჩობას? ან როგორ გაფრინდა მთავრეზე? ამ და სხვა უამრავ საკვირველ ამბავს წაიკითხავთ ამ წიგნში. 

ყდა: რბილი

გვერდები: 72

ფორმატი: 14.8X21