ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები

ეკატერინე გაბაშვილი ქართული პროზის და საბავშვო მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას კარგად ესმოდა აღზრდის მნიშვნელობა და ამ საქმეში დიდ როლს საბავშვო წიგნს ანიჭებდა. მწერალი გლეხის ბავშვებში ხედავდა მართალ სულს, მეგობრობას, გამტანობას, შრომისმოყვარეობას და სწორედ ამიტომ, სიუჟეტს ყოველთვის რეალური ცხოვრებიდან იღებდა. მწერლის საბავშვო ნაწარმოებთა იდეური შინაარსი იგივეა, რაც მოზრდილთათვის განკუთვნილი ნაწარმოებებისა, იმ განსხვავებით, რომ მწერალი აქ ითვალისწინებს საბავშვო ლიტერატურის სპეციფიკას. მოთხრობების ამ კრებულში შესულია მოზარდების საყვარელი ცხრა მოთხრობა: „მაგდანას ლურჯა“, „ხატაური ჩემია“, „თინას ლეკური“, „ღვინია გადაიჩეხა“, „სამშობლო ხევსურისამ“  რა ჰქმნა“, „ბაირახტარი“, „მშიერაძის ოჯახი“, „უსინათლო ლექსო“ და „კონა“.  ეს ნაწარმოებები გამოირჩევიან ცხოვრებისეული სიმართლით. სიკეთისა და ბოროტების მძაფრი ფერების დახატვით. მწერალი პატარა მკითხველთა გულში უარყოფითისადმი სიძულვილს, უსამართლოდ დაჩაგრულისადმი თანაგრძნობასა და სიბრალულს აღძრავდა. ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი შემოქმედება პატარა მკითხველის დიდ ინტერესს დღესაც იწვევს.

ყდა: რბილი

გვერდები: 112