პირველი სახელმძღვანელო - 4 წელი

წიგნში  გამოყენებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებისთვის მეთოდურად დამუშავებული მრავალფეროვანი სავარჯიშოები და მხიარული ილუსტრაციები. ისინი ბავშვის ცნობისმოყვარეობისა და სწავლისადმი ინტერესს აღვიძებენ. წიგნთან მუშაობა ადვილი და მოსახერხებელია. წიგნი დაყოფილია 8 ნაწილად: ნატიფი მოტორიკის, მეტყველების, ელემენტარული მათემატიკის, აზროვნების, ყურადღების, წარმოსახვის, მეხსიერების განვითარება და გარემოს გაცნობა.  ყოველი თემის ბოლოს მოცემულია შეფასების სკალა, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თქვენმა პატარამ როგორ გაიგო და შეასრულა ესა თუ ის დავალება.