წესები და პირობები

პროექტი ”ჩემი ოჯახის ბარათი”დებულება

 

ზოგადი მიმოხილვა

 

 ”ჩემი ოჯახის ბარათი” შემდგომში  ბარათი, არის შპს ”პსპ ფარმა”-ს მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტი. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში გაკეთებული შენაძენები აღირიცხება პლასტიკური ბარათის მეშვეობით და გროვდება ბონუს ქულები - ”ღიმილები”. დაგროვილი ღიმილების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს საჩუქრები პსპ-სგან რომლებსაც შეარჩევს როგორც პსპ-ს სააფთიაქო ასორტიმენტიდან ასევე „ჩემი ოჯახის ბარათი“-ს ონლაინ გვერდიდან.

 

 

1. ბარათის გაცემა

 

1.1 ბარათის გაცემა ხდება პსპ-ს აფთიაქებიდან.

 

1.2 ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს  რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის სრულწლოვანი და წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს რომელშიც მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი.

 

1.3 ბარათის გაცემა ხდება პსპ აფთიაქში განხორციელებულ ნებისმიერი ღირებულების შენაძენზე (გარკვეული შეზღუდვების გარდა. იხ. პუნქტები 6.1.1, 6.1.2, 6.1.3) რომლის შესაბამისი ღიმილები დაირიცხება ბარათზე.

 

1.4  1.2 და 1.3 პუნქტების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შპს”პსპ ფარმა”-ს თანამშრომელი ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრირებს და გაააქტიურებს პლასტიკურ ბარათს.

 

1.5 მომხმარებელი რეგისტრაციის ანკეტაზე ხელმოწერით ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა).

 

2. ბარათის მუშაობის პრინციპი

 

2.1 ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით (გარკვეული შეზღუდვების გარდა. (იხ. პუნქტები 6.1.1, 6.1.2, 6.1.3).

 

2.2 ბარათი არის შპს ”პსპ ფარმა”- ს საკუთრება.

 

2.3 ბარათი ანგარიშსწორების საშუალება არ არის, იგი მხოლოდ აგროვებს და ინახავს ინფორმაციას შპს ”პსპ ფარმა”-ს სააფთიაქო ქსელში ნაღდი ან საბანკო ბარათებით განხორციელებულ შენაძენებზე.

 

2.4 ბარათის გამოყენება შეიძლება ”პსპ ფარმა”-ს სააფთიაქო ქსელში განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე გარკვეული გამონაკლისების გარდა. (იხ. პუნქტები 6.1.1, 6.1.2)

 

2.5 ბარათზე ღიმილების დასარიცხად აუცილებელია შენაძენის განხორციელებისას თან იქონიოთ ბარათი ან ბარათზე რეგისტრირებული პირის პირადი ნომერი.

 

2.6 ღიმილების დარიცხვა გამოითვლება 0,2 კოეფიციენტით გადახდილი თანხიდან.

 

2.7 ბარათი ინახავს და აჯამებს ნებისმიერ შენაძენს მეათედებამდე სიზუსტით.

 

მაგ: თუ შეძენილ იქნება 5 ლარის ღირებულების პროდუქცია ბარათზე დაირიცხება 1 ღიმილი, შემდეგ შენაძენზე 1 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში 0,20 ღიმილი,  0,8 ლარის შემთხვევაში 0,16 ღიმილი და ა.შ.

 

 აღნიშნული შენაძენები დაჯამდება და ბარათზე დაირიცხება:  1+0,20+0,16= 1,36 ღიმილი.

 

2.8 დაგროვილ ღიმილებს აღრიცხავს შპს ”პსპ ფარმა”.

 

2.9 დაგროვილი ღიმილები მომენტალურად აისახება ბარათზე. (გარკვეული გამონაკლისების გარდა იხ. პუნქტი 6.1.3)

 

2.10 შპს ”პსპ ფარმა”-ს ყველა აფთიაქში ღიმილები გროვდება ერთნაირად თუ რომელიმე აფთიაქში არ არის რაიმე სახის დამატებითი აქცია, რომლის განხორციელების დროსა და პირობებს განსაზღვრავს შპს ,,პსპ ფარმა“.

 

3. საჩუქრების გაცემა

 

3.1 დაგროვილი ღიმილების გადაცვლა შესაძლებელია შპს ”პსპ ფარმა”-ს მიერ დადგენილ პროდუქციაზე.

 

3.2 სასაჩუქრე ასორტიმენტში შედის შპს „პსპ ფარმას“ მიერ დადგენილი სააფთიაქო და ბარათის ვებ გვერდზე:http://card.psp.ge არსებული პროდუქცია.

 

3.3 ყოველ საჩუქარს შეესაბამება გარკვეული რაოდენობის ღიმილი რასაც განსაზღვრავს შპს ”პსპ ფარმა”.

 

3.4 საჩუქრის მიღება შესაძლებელია როგორც აფთიაქში შეკვეთის გაკეთებით ასევე ვებ საიტიდან http://card.psp.ge

 

3.5 ვებ საიტიდან გაკეთებული შეკვეთა და ნებისმიერი ოპერაცია ითვლება ბარათის მფლობელის მიერ გაკეთებულ ქმედებად.

 

3.6 საჩუქრის შეკვეთა-მიღების უფლება აქვს მხოლოდ ბარათის მფლობელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

 

3.7 საჩუქრის შეკვეთა/მიღება დასტურდება სპეციალური დოკუმენტით რომელსაც ხელს აწერს ბარათის მფლობელი.

 

3.8 საჩუქრის შეკვეთის დადასტურებისას ბარათიდან ჩამოიჭრება საჩუქრის/საჩუქრების შესაბამისი ღიმილების რაოდენობა.

 

3.9 საჩუქრის შეკვეთა არ მოხდება თუ ბარათზე არ არის ღიმილების საკმარისი რაოდენობა.

 

3.10 საჩუქრის შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბარათზე დაგროვილი ღიმილების სანაცვლოდ.

 

3.11 შეკვეთის გაუქმება, გაცემული საჩუქრის უკან დაბრუნება და მათ სანაცვლოდ ჩამოჭრილი ღიმილების ბარათის ანგარიშზე დაბრუნება არ ხდება(გარდა წუნდებული პროდუქციისა)

 

3.12 ბარათის საიტზე არსებული პროდუქცია ლიმიტირებულია. საჩუქრის გაცემა მოხდება მოთხოვნის მომენტისთვის საიტსა და საწყობში არსებული პროდუქციის შესაბამისად.

 

4. დამატებითი სერვისები

 

4.1 დამატებითი ბარათი

 

4.1.1 დამატებითი ბარათის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ ძირითად ბარათზე რეგისტრირებულ პირს.

 

4.1.2 დამატებითი ბარათი დარეგისტრირდება იქნება ძირითად ბარათზე რეგისტრირებულ პიროვნებაზე..

 

4.1.3 დამატებით ბარათზე ქულების დაგროვება შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას რომელსაც განსაზღვრავს ძირითად ბარათზე რეგისტრირებული პირი.

 

4.1.4 დამატებითი ბარათით საჩუქრის შეკვეთა/მიღება შეუძილია მხოლოდ ძირითად ბარათზე რეგისტრირებულ პიროვნებას.

 

4.1.5 დამატებითი ბარათის ღირებულება განისაზღვრება 10 ღიმილით.

 

4.1.6 დამატებითი ბარათის მეშვეობით ღიმილების დარიცხვა შესაძლებელია ძირითადი ბარათის ანგარიშზე ანალოგიური პრინციპით როგორც ძირითად ბარათზე.

 

4.1.7 დამატებითი ბარათი შესაძლებელია გაიცეს ძირითად ბარათზე რეგისტრირებული პირის მოთხოვნის შესაბამისად რამდენის აღების საშუალებასაც მისცემს მიმდინარე ღიმილების რაოდენობა.

 

4.2. დამატებითი გათამაშება

 

4.2.1 პერიოდულად შპს ”პსპ ფარმა” აწყობს დამატებით წამახალისებელ გათამაშებებს ბარათის პროექტში ჩართული მომხმარებლებისთვის

 

4.2.2 გათამაშებაში მონაწილეობის პირობები ბარათის პროექტში ჩართულ მომხმარებლებისთვის ეცნობებათ ყოველ კონკრეტულ გათამაშებამდე.

 

4.2.3 გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ბარათის მფლობელს.

 

5. ბარათის დაბლოკვა-აღდგენა, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა,

 

ბარათის გადაფორმება

 

5.1 ბარათი უქმდება და ბარათზე დაგროვილი ღიმილები ანულირდება თუ მასზე არ დაფიქსირდება ტრანზაქცია ბოლო ვიზიტიდან მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

 

5.2 ბარათი დაიბლოკება და მასზე დაგროვილი ღიმილები ანულირდება, იმ შემთხვევაში თუ ბარათების მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნება ბარათის არასანქცირებული ან/და არამართლზომიერი მოხმარება.

 

5.3 დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღსადგენად აუცილებელია ბარათის მფლობელმა შეავსოს სპეციალური განაცხადი შპს ”პსპ ფარმა”-ს ნებისმიერ აფთიაქში.

 

5.4 შპს ”პსპ ფარმა”-ს აფთიაქებში შევსებული განაცხდის საფუძველზე დაზიანებული ან დაკარგული ბარათის სანაცვლო ბარათის გაცემა  და ღიმილების გადატანა მოხდება მომენტალურად.

 

5.5  ბარათის მფლობელს შეუძლია თავისი ბარათი გადააფორმოს სხვა სრულწლოვან მოქალაქეზე.

 

5.6 ორი სხვადასხვა ბარათის ღიმილების გაერთიანება და ერთ ბარათზე დარიცხვა შესაძლებელია ორივე ბარათის მფლობელის თანხმობის შემთხვეევაში, თუმცა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ბარათი დაიბლოკება.

 

5.7  ბარათის მფლობელის გადაცვალების შემთხვევაში ბარათის გადაფორმება ხდება ბართის მფლობელის სამკვიდრო მოწმობის და მემკვიდრის მიერ შევსებული სპეციალური განაცხადის საფუძველზე.

 

5.8 ერთი ბარათიდან მეორეზე ღიმილების გადარიცხვა არ ხდება, რომელი ბარათიდანაც ხდება ღიმილების გადარიცხვა იმ ბარათის გაუქმების გარეშე.

 

6. შეზღუდვები

 

6.1.1 ბარათზე ღიმილები არ დაირიცხება სადაზღვევო პოლისით განხორციელებული შენაძენისას.

 

6.1.2 ბარათზე ღიმილები არ დაირიცხება შეძენილ მედიკამენტებზე სასაქონლო ზედნადების მოთხოვნისას.

 

6.1.3 ბარათზე ღიმილები არ დაირიცხება სხვადასხვა ფასდაკლების აქციებით სარგებლობის შემთხვევაში.

 

6.1.4 ბარათზე დარიცხული ღიმილები მომენტალურად არ აისახება თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ღიმილები ანგარიშზე აისახება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

6.1.5 წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს ,,პსპ ფარმა“-ს მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება ბარათების პროექტში ჩართული მომხმარებლებისთვის.

 

7. საკონტაქტო ინფორმაცია

 

შპს ”პსპ ფარმა”-ს ბარათების სამსახური

 

ტელ: 2-40-20-20

 

ელ.ფოსტა:  card@psp.ge