ცნობილი ხუთეული: მოხეტიალე ცირკის კვალდაკვალ

ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი მორიგი  თავგადასავლისთვის ემზადებიან.  აი, ზაფხული დადგა და ცნობილ ხუთეულს ახალი თავსატეხი გაუჩნდა: სად გაატარონ არდადეგები ისე, რომ ერთადაც იყვნენ და კარგადაც გაერთონ. უეცრად გზაზე მოხეტიალე ცირკის ქარავანმა ჩაიარა და მისმა დანახვამ ჯორჯს შესანიშნავი აზრი  შთააგონა – ცხენიანი ფურგონი ხომ არ დაიქირავონ და სამოგზაუროდ წავიდნენ?

ეს აზრი, რა თქმა უნდა, ყველას მოეწონა, არც მშობლებს უთქვამთ უარი და ცნობილი ხუთეული ახალი თავგადასავლის საძიებლად გაეშურა! მათი ხიფათითა და მოულოდნელობებით სავსე ამბავს ამ წიგნში წაიკითხავთ.

ყდა: რბილი
გვერდები: 180
ფორმატი: 14*20