ფიროსმანი – ქართულის რვეულები

„ქართულის რვეულები“ საუკეთესო არჩევანია მოსწავლეებისთვის. სერია აერთიანებს საინტერესო ამბებსა და გამორჩეულ ფოტომასალას კლასიკოს ქართველ მწერლებზე, ხელოვანებსა და საზოგადო მოღვაწეებზე. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი აკა მორჩილაძე მხატვრულად მოგვითხრობს ამბებს, რომლებიც ისტორიულ-ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობისას გონებაში დაელექა. მისი ტექსტები განსხვავდება ფაქტებითა და თარიღებით გაჯერებული სტანდარტული ბიოგრაფიებისგან. „ეგებ ამ ნაწერებში ბევრი რამ ზუსტი არ იყოს, მაგრამ ამბად ასე დამრჩა გონებაში და აღარ გამოვედევნე. მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება“.

 

ამ წიგნიდან გაიცნობთ ფიროსმანს… თუმცა, სიტყვა „გაიცნობთ“, ალბათ, უფრო პირობითია. ნიკალას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის კი ვიცით, რომ სხვა კაცი იყო, სხვა ცხოვრებისა და სხვა წრის. იმ წრეში ვერ შეაღწია, სადაც უნდოდა, და სადაც იყო, იქ ადგილს ვერ პოულობდა. ხატვა უნდოდა; ოჯახიც უნდოდა; ადგილის დამკვიდრებასაც ნამდვილად ცდილობდა, მაგრამ როგორ? რის ფასად? ან რამდენად გამოუვიდა? ამ წიგნში წაიკითხავთ ნიკალას თითქმის ამომწურავ ბიოგრაფიას.

ყდა: რბილი

გვერდები: 160

ფორმატი: 12X18