ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი

„ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ ჯოან როულინგის სადებიუტო კინოსცენარია. მასში მოვლენები ჰარი პოტერის ისტორიამდე ნახევარი საუკუნით ადრე ვითარდება და ახალ გმირებთან ერთად, ჯადოქრულ სამყაროში ცნობილ პერსონაჟებსაც ვხვდებით. ნიუტ სკამანდერის თავგადასავლები ამ სამყაროს დიად მოვლენებთანაა გადაჯაჭვული და „ჰარი პოტერის“ სერიის ერთგვარ პრეისტორიადაც შეიძლება ჩაითვალოს.

სცენარის მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ედი რედმეინი ასრულებს, პირველი ნაწილია ხუთფილმიანი სერიისა, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში
1920-1950-იან წლებში განვითარებულ უდიდეს მოვლენებზე მოგვითხრობს. ამ სერიით უკვე გამოსულია ორი ფილმი: „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ და „გრინდელვალდის დანაშაულები“.

ყდა: რბილი 

ფორმატი: 14.5*21.5 

გვერდების რაოდენობა: 326