გათვლა

“გათვლა” თამთა მელაშვილის რომანია, რომელმაც 2011 წელს მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის.

ეს არის ამბავი კონფლიქტურ ზონაში გატარებულ სამ დღეზე – 13 წლის გოგოების თვალით დანახულ ომსა და ძალადობაზე; გარემოზე, სადაც სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავია; სადაც მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ერთადერთი მიზანი არსებობს: გადარჩენა… ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს – შეიარაღებულ კონფლიქტს არასოდეს აქვს გამართლება.

რომანი 2012 წელს ნომინირებული იყო გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემელთა პრიზზე. 2013 წელს დაჯილდოვდა გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის ეროვნული პრემიით. წიგნი თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, ხორვატიულ, ლიეტუვურ, მაკედონიურ, ალბანურ და რუსულ ენებზე. 

 

ყდა: რბილი

ფორმატი: 11*17 

გვერდების რაოდენობა: 116