მსხლების მინდორი

„…„ამ ზამთარს აქ აღარ გავჩერდები“, ფიქრობს ლელა და რკინის კიბეზე მომდგარ მზეს ეფიცხება. ვანოს რომ მოკლავს, თავის გამზადებულ ჩანთას აიღებს და წავა. შეიძლება ლოტკინზე ავიდეს, ძველ ინტერნატელებთან… იქ ციგნები არიან, ზოგს იცნობს, შეიძლება იმათთან გაჩერდეს ცოტა ხანს… შეიძლება იანა მოძებნოს მარჯანიშვილზე. ბოლო-ბოლო, ვაგზალზე გავა და მატარებელს გაჰყვება დასავლეთისკენ. ბათუმში ჩასვლაც შეიძლება…“

„მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და იგეგმება მისი სხვა ენებზე გამოცემაც. 2013 წელს მისი ქართული მხატვრული ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

 

ყდა: რბილი

გვერდები: 222

გამოცემის წელი: 2021 

ფორმატი: 13.00*19.50

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა