შინ – შენ

„შინ – შენ“ ეკატერინე ტოგონიძის ახალი რომანია. წიგნში მიწისძვრა ნიას სამყაროს ძირეულად არყევს. სახლზე გაჩენილი ბზარი ყველაზე ძვირფასის – ოჯახის, ურთიერთობის, მომავლის დანგრევას უქადის. ნია მარტოა – ასეთია ბრძოლის ველზე ეულად დარჩენილი მეომრის როლი, მაგრამ ცხოვრება მეორე შანსს, ნანატრ კინოროლს სთავაზობს და გადაღებებთან ერთად იწყება ახალი, პარალელური რეალობა – ხელოვნება, როგორც თავშესაფარი, როგორც გაქცევა… თუ სინამდვილესთან დაახლოებისა და საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა.

ეკატერინე ტოგონიძე დაიბადა 1981 წელს თბილისში. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. არის ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის ორგზის სტიპენდიატი და პრემია „საბას” ლაურეატი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, რუსულ და აფხაზურ ენებზე.

 

ყდა: რბილი

გვერდები: 241

გამოცემის წელი: 2021 

ფორმატი: 13.00*19.50

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა