საიდუმლო შვიდეული: გაიცანით საიდუმლო შვიდეული

ორგანიზაცია „საიდუმლო შვიდეული“ შობის შემდეგ კვლავ იკრიბება! ბიჭებისა და გოგონების ამ გაერთიანებას საკუთარი პაროლიც და ემბლემაც აქვს, ინციალებით – „ს. შ“. ბარბარას, პემს, ჯეკს, კოლინს, ჯორჯს, ჯანეტსა და ორგანიზაციის მეთაურ პიტერს უამრავი სასარგებლო საქმე გაუკეთებიათ, ახლა კი სურთ, რაიმე გამოძიონ, საიდუმლო საქმე გახსნან. იდუმალებით მოცულ საქმეებს კი რა დალევს… პირველ წიგნში წაიკითხავთ, რა საიდუმლოს ახადა ფარდა „საიდუმლო შვიდეულმა“.

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. „საიდუმლო შვიდეული” „ცნობილ ხუთეულთან” ერთად ავტორის ყველაზე ცნობილი და ყველა ბავშვის საყვარელი სერიაა.

 

ყდა: რბილი

გვერდები: 99

გამოცემის წელი: 2019 

ფორმატი: 14.00*20.00

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა