საიდუმლო შვიდეული: საიდუმლო შვიდეულის თავგადასავალი

„საიდუმლო შვიდეულის“ მეორე წიგნში საიდუმლო შვიდეულის წევრები ისევ დიდი ინტერესით ეძებენ იდუმალებით მოცულ საქმეებს და, რა თქმა უნდა, პოულობენ კიდეც. გაბედული და ჭკვიანი ბავშვები თავიანთ ერთგულ ოთხფეხა მეგობართან, ელვასთან, ერთად გამოძიებაში გულმოდგინედ ერთვებიან და, შედეგად, პოლიციას მოპარული ძვირფასეულობის დაბრუნებასა და ქურდის გამოაშკარავებაში ეხმარებიან.

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. „საიდუმლო შვიდეული” „ცნობილ ხუთეულთან” ერთად ავტორის ყველაზე ცნობილი და ყველა ბავშვის საყვარელი სერიაა.

 

ყდა: რბილი

გვერდები: 105

გამოცემის წელი: 2019 

ფორმატი: 14.00*21.00

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა