
საიდუმლო შვიდეულის წევრები შეკრების ახალ ადგილს, არც მეტი, არც ნაკლები, შუაგულ ტყეში მოაწყობენ და დიდი იმედი აქვთ, რომ ახლა უფრო მეტ და საინტერესო საქმეს გამოიძიებენ. მათი იმედი მალევე გამართლდება – შვიდეულს თავიანთ ორიგინალურ „შტაბში“ დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვევა და თავგადასავალიც აქედან იწყება.
რატომ სჭირდებოდა უცნაურ სტუმარს სამალავი? რა სამხილები მოიპოვეს საიდუმლო ორგანიზაციის წევრებმა მორიგი საქმის გასახსნელად? რას ნიშნავს შვიდეულის ახალი მეგობრის მიერ ნახსენები „წითელი ბურთი“, „ემა ლეინი“ ან ასოები MKX? წაიკითხე „საიდუმლო შვიდეულის“ მესამე თავგადასავალი – ამ კითხვებზე პასუხსაც მიიღებ და კიდევ ბევრ გასაოცარ ამბავს შეიტყობ.
ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. „საიდუმლო შვიდეული” „ცნობილ ხუთეულთან” ერთად ავტორის ყველაზე ცნობილი და ყველა ბავშვის საყვარელი სერიაა.
ყდა: რბილი
გვერდები: 98
გამოცემის წელი: 2019
ფორმატი: 14.00*21.00
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა