
ელექტრონული სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენების პირობები
· წინამდებარე ელექტრონული სასაჩუქრე ვაუჩერი, მის მფლობელს ანიჭებს უფლებას შეიძინოს მის მიერ სავაჭრო ობიექტში შერჩეული პროდუქტი/მომსახურება, ელექტრონულ სასაჩუქრე ვაუჩერზე დაფიქსირებული მოქმედების ვადისა და ნომინალური ღირებულების ფარგლებში (სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენება).
· ელექტრონული სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, სასაჩუქრე ვაუჩერის კოდის წარმოდგენის საფუძველზე.
· თუ სასაჩუქრე ვაუჩერით შესაძენი პროდუქტის/მომსახურების ღირებულება ნაკლებია ელექტრონულ სასაჩუქრე ვაუჩერზე დაფიქსირებულ ნომინალურ ღირებულებაზე, მომხმარებელს არ დაუბრუნდება ფასთა შორისი სხვაობა.
· თუ სასაჩუქრე ვაუჩერით შესაძენი პროდუქტის/მომსახურების ღირებულება მეტია სასაჩუქრე ვაუჩერზე დაფიქსირებულ ნომინალურ ღირებულებაზე, პროდუქტის/მომსახურების შეძენა შესაძლებელია მომხმარებლის მიერ შესაბამისი ოდენობის თანხის დამატებით.
· ელექტრონული სასაჩუქრე ვაუჩერის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, მისი აღდგენა დაუშვებელია.
· ელექტრონული სასაჩუქრე ვაუჩერის სრული ან ნაწილობრივი განაღდება (ნაღდ ფულზე გადაცვლა) დაუშვებელია.
სასაჩუქრე ვაუჩერის მოქმედების ვადა (დღე, თვე, წელი): 31.12.2025-ის ჩათვლით
ინფორმაცია კომპანიისა და ფილიალების შესახებ იხილეთ > https://www.sulakauri.ge/