F.A.Q.

როგორ მივიღო ბარათი? 

ბარათის მიღება შეგიძლიათ თუ ბრძანდებით სრულწლოვანი და გააკეთებთ შენაძენს პსპ-ს აფთიაქში. ბარათის მისაღებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 


შეიძლება თუ არა დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა და თუ დამიბრუნდება დაგროვილი ღიმილები? 

დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღსადგენად ბარათის მფლობელმა განაცხადი უნდა შეავსოს პსპ-ს აფთიაქში.დაკარგულ ან დაზიანებულ ბარათზე დაგროვილი ქულები გადმოირიცხება ახალ ბარათზე. 




რა შემთხვევაში იბლოკება ბარათი?

ბარათი ავტომატურად იბლოკება თუ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში  მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მასზე არ განხორციელდება ტრანზაქცია (შესყიდვა).


 

რა ხდება ბარათის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში?

ბარათის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში მფლობელის მემკვიდრემ უნდა წარადგინოს სამკვიდრო, გარდაცვალების  და საკუთარი პირადობის მოწმობები. ამ შემთხვევაში ბარათი გადაფორმდება ბარათის მფლობელის მემკვიდრეზე.  


შეიძლება თუ არა ბარათის სხვის სახელზე გადაფორმება?

ბარათის სხვის სახელზე გადასაფორმებლად პსპ-ს აფთიაქში  უნდა გამოცხადდნენ ბარათის მფლობელი და ის პიროვნება რომელზედაც უნდა გადაფორმდეს ბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით. განაცხადის შევსების შემდეგ მოხდება ბარათის გადაფორმება. 

შეიძლება თუ არა ორი ბარათის გაერთიანება ან ერთი ბარათიდან მეორეზე ქულების გადარიცხვა?

ბარათიდან ბარათზე ქულების გადარიცხვა არ ხდება. ბარათების გაერთიანება შესაძლებელია თუმცა გაერთიანების შემთხვევაში ერთ-ერთი ბარათი დაიბლოკება და აღდგენას აღარ დაექვემდებარება. ამისათვის ბარათის მფლობელები უნდა გამოცხადდნენ პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით და შეავსონ შესაბამისი განაცხადი.

სად შეიძლება ღიმილების სანაცვლოდ საჩუქრის მიღება?

საჩუქრის მიღება შეგიძლიათ პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში, მომენტალურად განსაზღვრული სააფთიაქო პროდუქციიდან ან შეუკვეთოთ სასაჩუქრე კატალოგიდან რომელსაც მიიღებთ რამოდენიმე დღეში. 

შეიძლება თუ არა საჩუქრის მისაღებად არასაკმარისი ღიმილების შემთხვევაში თანხის დამატება?

ასეთი მომსახურეობა ბარათს არ აქვს.